სათამაშოების საწორმოო გაერთიანება „სიხარული“ (ნაწილი I)

საქართველოში იშვიათად გაიგონებ ადამიანისგან, რომ ქართული წარმოების ისტორია აინტერესებს, მითუმეტეს, როდესაც საქმე „საბჭოთა საქართველოს“ ეხება.  გასაგები მიზეზების გამო, სიტყვასაბჭოთასაქართველოში მხოლოდ უარყოფით ემოციებთან არის დაკავშირებული, თუმცა „იმ“ საქართველოშიც ადამიანები შრომობდნენ, ქმნიდნენ, ერთმანეთი უყვარდათ... დღეს, ეს ყველაფერი, ცუდიცა და კარგიც, ჩვენი ქვეყნის ისტორიად არის ქცეული.
თბილისში, ქაიროს (აიროს)  ქუჩის 19-ში მდებარეობს შენობა, რომლის ნაწარმიც  თავის დროზე  მთელ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი. უფროს თაობას ახსოვს, რომ 70-იანი წლების დასაწყისში  თბილისის მაღაზიის დახლებზე მანქანის მოდელები გამოჩნდა, ძირზე წარწერით „სიხარული“. „საქ. სსრ ამს სათამაშოების საწარმოო გაერთიანება „სიხარულს“ ამ დროისთვის, როგორც ჩანს, უკვე გრძელი და საინტერესო ისტორია ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს.
რუსული საბჭოთა ჟურნალი "За рулём" 1976 წელს იუწყებოდა: "Недавно тбилисский завод объединения «Сихарули» (в переводе с грузинского «радость») освоил производство автомобильных моделей в масштабе 1: 49 натуральной величины. В первую серию входит пять моделей копий: «СИМКА-океан», «Рено-дофин» и «Панар» («24KT», «24БТ» и выпуска 1927 года). В ряде моделей открываются дверцы, капот и крышка багажника.
Ежедневно с «заводского конвейера» сходит около 1000 машин. Причем большую часть составляет экспортная продукция. Только в 1976 году в социалистические страны отправлено свыше 100 тысяч автомобильчиков. Коллектив объединения наряду с увеличением числа моделей совершенствует их: недавно некоторым из выпускаемых копий автомобилей присвоен знак качества".
მოგვიანებით „სიხარულმა“ კიდევ უფრო გააფართოვა მოდელების ხაზი, თუმცა როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხშირად ხდებოდა, მოდელების ხარისხი ნელ-ნელა ეცემოდა.
რამდენადაც ვიცი „სიხარულის“ ყველა მოდელი დასავლური ფირმების (Politoys, Mebetoys და Norev) რიმეიქებს წარმოადგენს, ანუ დასავლეთში დამზადებულ მეორად პრეს-ფორმებში არის ჩამოსხმული, რაც ასევე დამახასიათებელია 70-იანების საბჭოთა კავშირის წარმოებისათვის. „სიხარულის“ მოდელების დიდი ნაწილი დანომრილია. ქვემოთ მომყავს წარმოებული მოდელების არასრული ნუსხა:

№ 1. SIMCA OCEANE. 1300 (1957). პლასტმასი (Norev);




 
ჩემი სიამაყე: იმ დროისთვის მოდური „ჭრელი“ SIMCA, 
საბჭოთა  ხარისხის ნიშნით (პენტაგონი ვარსკლავით). 

№ 2. RENAULT DAUPHINE (1956). პლასტმასი (Norev);
№ 3.  PANHARD 35CV (1927). პლასტმასი (Norev);
№ 4. PANHARD DYNA 24СТ (1964). პლასტმასი (Norev);
№ 5. PANHARD DYNA 24BT (1964). პლასტმასი, მასშტაბი 1/43 (Norev);
№ 6. FIAT 850. პლასტმასი/ლითონი, მაშტაბი 1/43 (Norev);
№ 7. ALFA ROMEO 2600 SPRINT BERTONE. ლითონი, მასშტაბი 1/43 (Politoys № 514);
 № 8. Alfa Romeo Giulia TZ . ლითონი, მასშტაბი 1/43 (Politoys № 516);
№ 9. FIAT 850 KOUPE. ლითონი, მასშტაბი 1/43.
№ 12. SILHOUETTE GS-70 (1970). ლითონი (Mebetoys-Mattel №6616);
№ 16. OPEL KADETT COUPE ლითონი, მასშტაბი 1/24 (Bburago).   
№ 17. OPEL KADETT GT/E Rally (მასშტაბი 1/24) (Bburago).
ABARTH 3000 SP ლითონი (Mebetoys/Mattel № 6624);
LOTUS EUROPA S1 (1967). ლითონი (Mebetoys № A-39);
FORD ESCORT RS 1800 ლითონი, მასშტაბი 1/24 (Bburago).


FORD ESCORT ჩემი მეგობრის კოლექციიდან.

FORD RALLY ლითონი, მაშტაბი 1/24 (Bburago).

Comments

  1. თვალწინ გამირბინა ბავშვობამ... ზუსტად ეს მოდელი და ამ ფერის გვქონდა მე და ჩემს ძმას. ასევე PANHARD 35CV. ნაშთი ძველი დიდებისა.

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია თუ გაგახარეთ :)

      Delete
  2. ხომ არ იცით არსებობს ეხლა ეს ქარხანა?

    ReplyDelete
    Replies
    1. შენობა კი დგას, სამწუხაროდ, სათამაშოები აღარ კეთდება შიგ..

      Delete
    2. სად არის ეს შენობა?

      Delete
    3. ბაქოს ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილიკსენ.

      Delete

Post a Comment