პირველი ქართული სათამაშო ჯარისკაცი? (ნაწილი I)

როგორც კოლექციონერს, კარგა ხანს არ მასვენებდა ერთი კითხვა: ნუთუ საქართველოში არასდროს იწარმოებოდა სათამაშო ჯარისკაცები, 50-70-იან წლებში მაინც, როდესაც ჯარისკაცები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული იყო?!
საამისო რესურსი ჩვენთან, სათამაშოების ფაბრიკა „სიხარულის“ სახით არსებობდა. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლისწინა პერიოდში, „ცეხავიკობის“ აღმავლობის ხანაში, დასავლეთიდან  ჩამოტანილ იშვიათი ჯარისკაცების ასლებს მთელ „სუსურუკაში“ წარმატებით ბეჭდავდნენ. საქართველო, კი როგორც, ცნობილია „ცეხავიკობაში“ ტოლს არავის უდებდა.
ერთ-ერთ ფორუმზე გადავაწყდი კიდევაც ერთ ადამიანს (ამჟამად საბერძნეთში მცხოვრებს), რომელმაც კიდევ უფრო გამიღვივა იმედი:  სიტყვა სიტყვით მომყავს მისი მონაყოლი: „...помоему в Грузии были развиты кооперативы солдатиков и игрушек, мы часто там бывали и всегда привозили солдат которых ни у кого во дворе не было. ...в Грузии мне покупали разных всадников: индеец с луком (наверно перепечатка, у него лук вынимался) ковбоец с лассо. они были как бы покрупнее-потолще других солдат. ещё у меня ещё был индеец с топором и щитом [Материал темно-коричневая пластмасса] солдатиков мне покупал дядя, он работал на бензовозе и у него было много знакомых. а где он их покупал не знаю, вроде в Баржоме или Хашури.“
თუმცა იმედი ფუჭი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, ვერავითარ უტყუარ საბუთს,  საქართველოში  ოდესმე ჯარისკაცების წამოებაზე ვერ მივაგენი. საუბარია, სერიულ წარმოებაზე, კუსტარულად სათამაშო ჯარისკაცები,  როგორც ჩანს კეთდებოდა ჩვენში - ერთი ასეთი, ფრიად სიმპატიური „ცალფეხა მედროშე“ მეც მაქვს კოლექციაში.



არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ფრიად მაფიქრებდა: „ბარახოლკების“ ხშირი თვალიერების მიუხედავად, არ შემხვედრია არცერთი სათამაშო ჯარისკაცი, რომელსაც საქართველოს გარეთ არსებულ რომელიმე ქარხანაში ან „ცეხში“ არ ეძებნებოდა სამშობლო. ასე, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე, სხვა არაფერი დამრჩენოდა, თუ არა „უსათამაშო ჯარისკაცების“ ქვეყნების რიცხვისთვის მიმეკუთვნებინა საქართველო.

გაგრძლება იქნება...


სტატიაში გამოყენებული მასალა საიტიდან http://www.toyarmyussr.in.ua

Comments

Post a Comment